დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას NCDC-ში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, გამყრელიძეს სიმპტომები არ აქვს და სახლში მკურნალობს.
საქართველოში დღეს, 29 დეკემბერს ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.
ჯამში ქვეყანაში ვირუსის 224 155 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 208 951 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 443 კი გარდაიცვალა.