მორიგი სპეცრეისი ამსტერდამიდან. დღეს საქართველოში კიდევ 120 მოქალაქე დაბრუნდება. რეისს „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევროა.
ჩამოსვლისთანავე მგზავრებს საკარანტინე სივრცეში მოათავსებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისებით საქართველოს მოქალაქეები 30 აპრილს მადრიდიდან, ხოლო 2 მაისს პრაღადან ჩამოფრინდებიან.