logo
ENG



ანა დოლიძე: მოვუწოდებ იუსტიციის საბჭოს, დაიწყოს მსჯელობა გასაჩივრებულ ჯარიმებზე

06 მაი 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

იუსიტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე  საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმათა უმეტესობას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ დაჯარიმებული 7 ათასი მოქალაქიდან, უმეტესობა უსამართლო იყო. ასევე, დოლიძის განმარტებითლ, აღნიშნული კანონი დიდი რისკის ქვეშ აყენებს ადამიანებს, რადგანე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მათ პატიმრობა ემუქრებათ.

"7 ათასი ადამიანიდან, უამრავი უსამართლოდაა დაჯარიმებული და მათი ერთადერთი საშუალებაა, დაიცვან თავი სასამართლოთი. მოგეხსენებათ, იმ კანონის შესაბამისად, რაც ხელისუფლებამ მიიღო, ეს დაჯარიმება არამხოლოდ დიდი ფინანსური რისკია, არამედ ასევე არის უდიდესი რისკი იმისა, რომ ადამიანი შემდგომი დაჯარიმებისას აღმოჩნდეს პატიმრობაში",-აცხადებს ანა დოლიძე.

მისივე თქმით, რადგან ასეთ ვითარებაში მოქალაქეებისთვის საკუთარი ჯარიმის გასაჩივრების ერთადერთი ინსტურმენტი სასამართლოა, აუცილებელია ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბჯები გადაიდას.  

"სასამართლოს შუძლია გააუქმოს უსამართლო ჯარიმები, მაგალითად, შეზღუდვა არ დაუჯდეს წინ მძღოლს, ასევე შეზღუდვა ოჯახის წევრებზე. არანაირი გამონაკლისი გადაუდებელ სიტუაციებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე იმ პირობებში, როცა თანამადებობის პირველი პირები არღვევენ ამ კანონს. თუმცა, ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაა სასამართლოს მიმართულებით. არ ვიცით, რამდენად შეძლებენ ეს ადამიანები უზრუნელყოფილნი იყვნენ სამართლიანი სასამართლოთი,  რამდენმა იცის რომ შეუძლია გასაჩივრება... ამიტომ, მოვუწოდებ იუსიტიციის საბჭოს მდივანს, შეიკრიბოს დისტაციურად და დაიწყოს მსჯელობა, რა ვითარებაა ჯარიმების გასაჩირვების მხირვ სასამართლოში. რამდენად მზადაა სასამართლოიმისთვის, რომ ერთ დღეს შეიძლება ათაოსობით სარჩელი შევიდეს უწყებაში",-აცხადებს ანა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 


close დახურვა