ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად PSP-ს სათავო ოფისთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველა იმ მაჟორიტარმა, რომელმაც ხელი შეუწყო მანკიერი სისტემის შენარჩუნებას, პასუხი უნდა აგოს.
„აქ ვართ იმიტომ, რომ კახა ოქრიაშვილი არის PSP-ს პატრონი. ის არის მრავალწლის მაჟორიტარი - მოყოლებული „ნაციონალური მოძრაობიდან“, გადმოპორტირდა „ქართულ ოცნებაში. ჩვენ ვაპირებთ, ყველა ვამხილოთ, ვინც ამ მანკიერ სისტემას უჭერს მხარს“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
კომპანია PSP მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მფლობელობაშია. ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, რომელმაც 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭირა მხარი და, შედეგად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩავარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება.