ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ტვიტერის გვერდზე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ფოტიგამ აღნიშნა ის ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმაბა.
„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას. “,-წერს ფოტიგა ტვიტერზე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.