logo
ENG



ანაკლიის პროექტი „კონტი ჯგუფის“ შემცვლელმა დატოვა

29 ოქტ 201920:44
3 წუთის საკითხავი
 
0y6hmch5o5s6cas.png

ანაკლიის პროექტიდან კონტი ჯგუფის შემცვლელი ინვესტორიც გავიდა. მერიდიანის გადაწყვეტილების შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით გახდა ცნობილი. მიზეზებზე დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არ უსაუბრიათ. ხვალ პროექტის ბედზე პარლამენტში ვრცელი განხილვაა დაგეგმილი. მამუკა ხაზარაძის ლელოში კი ამბობენ, რომ ანაკლიის პორტი ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილებების და ხელისუფლების დესტრუქციული ქმედებების გამო ზარალდება.

შეძლებს თუ არა კონსორციუმი მოიძიოს ინვესტორები ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, ამ თემებზე ხვალ საპარალემნტო განხილვის დროს კონსორციუმის ხელმძღავნელი საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრებს. მათ შორის იმაზე, თუ რატომ არ განახორციელა ინვესტიცია კომპანია მერიდიანმა, რომელიც კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლად განიხილებოდა. მერიდიანმა მთავრობას მხოლოდ წერილობითი პასუხი გაუგზავნა, რომ ანაკლიის პროექტი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებს . 

მსხვილი ინვესტორების პროექტიდან გასვლას მთავრობის პოლიტიკას უკავშირებენ მოძრაობა ლელოში. დღმოძრაობის წევრმა კახა კოჟორიძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ერთმანეთის მიყოლებით პროექტს მსხვილი ფინანსური კომპანიები ტოვებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პორტის აშენებას ივანიშვილი აფერხებს, უმრავლესობაშ კი ჩარევას გამორიცხავენ.

 


close დახურვა