logo
ENG



ანიტა რაჭველიშვილი: 7 თვის ორსული ვარ და მე ვირჩევ აცრას

11 სექ 202123:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/11/zof4as0zt2kt1zt.png

საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ 7 თვის ორსულია და აცრის გაკეთებას გეგმავს. 

როგორც მომღერალი Facebook-ზე წერს, ის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებას ხვალ აპირებს. 

"28 კვირის (7 თვის) ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე. კორონავირუსი ორჯერ გადავიტანე, მეორედ მძიმედ. ძალიან ბევრი ორსული ქალი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს! მე ვირჩევ აცრას (ჩემი ექიმის რეკომენდაციითაც) და მიხარია, რომ ხვალ ფაიზერის პირველ დოზას გავიკეთებ ჩემს საქართველოში!", - წერს რაჭველიშვილი. 


close დახურვა