logo
ENG



ანიტა რაჭველიშვილი: ჩვენი წვლილი ბრალეულობა ყველას გვაქვს ამ ბიჭის ტრაგედიაში

18 დეკ 201900:36
3 წუთის საკითხავი
 
ue0cva8d7zzhvk5.jpg

საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რაჭველიშვილი წერს, რომ ყველას აქვს წილი ბიჭის გარდაცვალებაში. მისივე თქმით, კარტოფილზე გაყიდულ ერს მომავალი არ აქვს.

“ესეც შერჩებათ, ამასაც გადავიტანთ... ახალი წელი მოვა, ქალაქიც განათდება, წარწერებიც წაიშლება, კონცერტებიც ჩატარდება. ზოგი წარსულების სადღეგრძელოში მოიხსენიებს ლუკას. მერე რამე საბჭოს წევრობა მოგვიწევს ალფავიტით და მთელი ერი ვიზეიმებთ... მერე გავა 1 კვირა და ისევ გაგვაჩერებენ ღამის 11 საათზე ძველბიჭური ტონით ვიღაც ტიპები, რომლებსაც ხელფასი ჩვენი ფულით ერიცხებათ, და გვეტყვიან "ე ბიჭო, პირადობა მომეცი ერთი გადაგამოწმო, შენივე უსაფრთხოებისთვისო", ისევ წაათრევენ ვიღაცებს, ისევ დააშინებენ, ზოგს გამოუშვებენ, ზოგს დატოვებენ... ისევ გამოვა ვიღაც სირი, რომელსაც ასევე ჩვენი ჯიბიდან ერიცხება ხელფასი და იტყვის - "ხომ იცოდა, რომ დაიჭერდნენ, რას გადადიოდა საზღვარზეო" და დაეთანხმება ბევრი. ზოგიც დაალაიქებს და გააზიარებს... არ დამდგარიყო აქციაზე და არ გამოთხრიდნენ თვალსო, ვიღაც იტყვის. რა უნდოდა ახალგაზრდა გოგოს იმ ღამე რუსთაველზეო, დააყოლებენ... ცოცხებიც იქნება, ჩადებებიც და სხვა დანარჩენიც...
ვიღაცას მოხსნიან, ვიღაცას დაიჭერენ ცოტა ხნით, ვიღაცას ხელს დაადებენ, ამან დააშინაო. არა და სისტემა ყარს, და სისტემა უნდა დაინგრეს... მარა, ვინ უნდა დაანგრიოს. ერს, რომელიც 50 ლარზე და ტომარა კარტოფილზე იყიდება, მომავალი არ აქვს... ჩვენი წვლილი ბრალეულობა ყველას გვაქვს ამ ბიჭის ტრაგედიაში. ცოტა უმოქმედობით, ცოტა თვალის დახუჭვით, ცოტა "წინა უარესი იყოს" მიდგომით.სანამ თქვენს შვილს და ახლობლებს არ მიწვდებიან, ბოლომდე არ შეგაწუხებთ. ყელში ბურთი რო გაგეჩხირებათ უძლურობით, მერე გვიანი იქნება... მართალი დაუწერია, ამ ცხოვრების დედაც!“,  - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელიც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გარდაიცვალა.

 


close დახურვა