logo
ENG



ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რატომ არ შეუშვეს ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში

16 თებ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/upwy6tthzusdh7n.jpeg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას ადვოკატებს კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ, რომ სხდომაზე დასწრება სურდათ, შესაბამისად, ამიტომ ვერ მოხდა მათი პარლამენტში შეშვება. ამის შესახებ მას მოქალაქეების ერთერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჰკითხა.

"კომიტეტს არანაირი ოფიციალური განცხადება, მომართვა არ მიგვიღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკატები აპირებდნენ დასწრებას, მგონი, მოსულებიც იყვნენ, თუმცა მომართვა ოფიციალური კომიტეტში არ შემოსულა გუშინ, რომ ვინმეს ჰქონდა დასწრების სურვილი", - თქვა ოხანაშვილმა.

მისივე განცხადებით, "კომიტეტი სასამართლო არაა, რომ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოუსმინოს, შემდგომ შევიდეს სიღრმეებში და საქმის მასალები მოითხოვოს, ეს გამოიწვევდა სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას, რისი უფლებამოსილებაც კომიტეტს არ გააჩნია".

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნიკა მელიას საქმის პროკურორის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე მელიას ადვოკატები არ შეუშვეს

პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე დღეს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.


close დახურვა