ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამერიკელი მეცნიერების ინფორმაციით, დაკვირვებების ისტორიაში პირველად, ჰაერი აქ +20 გრადუსამდე გათბა. ევროპული კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ანტარქტიდის მუდმივი ყინულის საფარს დიდი ზომის აისბერგი მოწყდა.
ყინულის მასის ფართობის 30 კვადრატულ მეტრს შეადგენდა და ის მალევე მცირე ნაწილებად დაიშალა. მეცნიერების განცხადებით, გლობალური დათბობის შედეგად, სამხრეთ პოლუსზე ყინულის საფარი იშლება, რაც მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონეს სულ მცირე სამი მეტრით გაზრდის.