logo
ENG



ანტიდასავლური პროპაგანდა - შაბათის ფორმულა

27 მაი 202320:02
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების მორიგი პროპაგანდისტული ხაზი შეუმჩნეველი არც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დარჩენილა. საქართველოს დამოუკიდებლობიდან 105 წლის თავზე რუსთაველის გამზირი და სახელმწიფო უწყებების შენობები 26 მაისის სიმბოლიკით და საქართველოს დროშებით გაივსო, თუმცა წინა წლისგან განსხვავებით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის დროშის გარეშე გადაწყვიტა. ევროკავშირის დროშა გაქრა საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ზოგისთვის შეიძლება ეს ფაქტი მხოლოდ ფაქტად დარჩენილიყო, თუმცა მთავარია კონტექსტი. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე ივანიშვილის ხელისუფლება საზოგადოებას აგუებს აზრს, რომ ევროკავშირი პრიორიტეტი აღარაა.

 


close დახურვა