logo
ENG



ანტისაოკუპაციო მოძრაობა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის კადრებს აქვეყნებს

20 მარ 202412:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/20/zb9kwhsmco0tb4t.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის კადრებს აქვეყნებს. როგორც ქაცარავა Facebook-ზე წერს, ვიდეო და ფოტო მასალა მათ სოხუმიდან მიაწოდეს.

ქაცარავა წერს, რომ სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, ადგილზე მალე რუსული სამხედრო გემები გამოჩნდება და ოჩამჩირე მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ გადაიქცევა.

"რუსეთი თანმიმდევრულად მუშაობს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტის სამხედრო პორტად გადასაქცევად. მ/წ ის დასაწყისშიც გაკეთდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ოჩამჩირეს პორტი უკვე წელს, 2024 დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორც რუსეთის სამხედრო პორტი.

ხოდა, მუშაობენ რუსები. ამზადებენ პორტს რუსული სამხედრო გემების მისაღებად. კი, მუშაობენ ორკები. მალე იქ რუსული სამხედრო გემები გამოჩნდება. ოჩამჩირე მალე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ გადაიქცევა", - წერს ქაცარავა.

***

5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


close დახურვა