logo
ENG



არ არის იდეალური ცვლილება, მაგრამ ეს არის უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს - ბესელია

21 ივნ 202013:08
3 წუთის საკითხავი
 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს განსახილველი კანონპროექტი ცვლილებების შესახებ არ არის სრულყოფილი, თუმცა არსებულ სისტემას სჯობს.

როგორც ბესელიამ განმარტა, მთავარი მიზანი არის სისტემური ცვლილება ქვეყნის მმართველობაში და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ამის გარანტიას იძლევა.

„ეს არ არის იდეალური ცვლილება, მაგრამ ეს არის უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს. წლების განმავლობაში ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სამართლიანი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფდა სისტემის შეცვლას და ეს ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი არჩევნები და ამის შედეგად ცვლილებები, რომელიც როგორც წესი დემოკრატიულ ქვეყანაში 2 ვადის შედეგად ხდება ხოლმე და ასეთი ტრადიცია აქვს საქართველოს. რომელსაც რთული პოლიტიკური ვნებათაღელვა ახლავს ხოლმე, როცა დამშვიდობება ხელისუფლებასთან არავის არ უნდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა