logo
ENG



არ ვარ წინააღმდეგი თადუმაძის დიპლომზე გამოძიება დაიწყოს:ლომჯარია

18 ოქტ 201913:58
3 წუთის საკითხავი
 
b8nuvgjspkaz89c.png

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სახალხო დამცველი არ არის წინააღმდეგი, რომ დიპლომთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მასზე გუშინ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„ჩვენ რა თქმა უნდა მივეჩვიეთ, საბჭოს წევრების მხრიდან მკვახე განცხადებებს და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, სიმართლე გითხრათ მე არ ვანიჭებ მნიშვნელობას საბჭოს წევრების მიერ გაკეთებულ მსგავს განცხადებებს და არ მიმაჩნია მათი განცხადებები მნიშვნელოვნად, რომ შევაფასო მათი განცხადებები,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ქვეყნის მთავარი ომბუდსმენი, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებითაც აკეთებს განცხადებას. სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც შეწყალების მოლოდინში არიან.


close დახურვა