logo
ENG



არა ძალადობას - კაშია და ყაზაიშვილი შაქარაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ

11 ივლ 202010:39
3 წუთის საკითხავი
 
ccd4cd1ftdka1hb.jpg

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.

ქართველმა სპორტსმენმა მაისურზე მხარდაჭერის ნიშნად გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერა.

შესაბამისი ფოტო ფეხბურთელმა Instagram-ზე გაავრცელა.

„ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილი ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს. არა ძალადობას“,-წერს კაშია.

კაშიასთან ერთად შაქარაშვილის ოჯახს სოლიდარობა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა გამოუცხადა. 

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა