არეულობა იყო ჰაიტიზე. პოლიციის სათავო ოფისთან შეკრებილებმა ბარიკადები აღმართეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ცრემლმდენი გაზის მეშვეობით გაფანტეს. დემონსტრანტებთან ერთად დაშავდა ორი ჟურნალისტიც. შეკრებილები გაუმჯობესებულ სამუშაო პირობებსა და გაზრდილ ანაზღაურებას ითხოვდნენ.
დემონსტრაცია გაიმართა ქალაქის სხვა ნაწილშიც. აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და პრეზიდენტს კორუფციის გამო გადადგომისკენ მოუწოდებენ.