logo
ENG



არჩევნები, შესაძლოა, დეკემბერში ჩატარდეს - კობახიძე

14 ივნ 202012:10
3 წუთის საკითხავი
clock 603

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების დეკემბრამდე გადადების თეორიული შანსები არსებობს და შესაძლებელიცაა, რომ მოვლენები ასე განვითარდეს. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს კორონავირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული.

კობახიძის განცხადებით, თუკი ვირუსის გავრცელების ე.წ. მეორე ტალღა  დაემთხვევა არჩევნების ჩატარების ახლანდელ თარიღს, მაშინ საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწევს.

„თუკი 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე, სასწორზე დგას ორი რამ: ერთია ეპიდემიის გავრცელება, საუბარია იმაზეც, რომ მეორე ტალღა შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. მეორე არის არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია, პასუხი არის შემდეგი: თუ აუცილებელი იქნება, პირობითად,  ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და აქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები. ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი, მე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა