თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. გადაკეტილია არჩილ თალაკვაძის სახლთან მისასვლელი გზები. ერთ-ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული რომ პარლამენტის თავმჯდომარის სახლი გაქურდეს ან მასში შეღწევა სცადეს.
ადგილზე მყოფი სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.