ბაშარ ალ-ასადმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ადგილობრივ მედიას სირიის პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა ასადის ეს ნაბიჯი ქვეყანაში ეკონომიკური დაღმავლობით ახსნა.
ბოლო დღეების განმავლობაში სირიული ფუნტი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. იმად ხამისი სირიის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.