logo
ENG



ასტრაზენეკათი 45 წელს გადაცილებული პირებიც აიცრებიან

11 მაი 202115:26
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიას განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"რისკების შეფასების შედეგად, საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი ასტრაზენეკასთვის შემცირდეს 45 წლამდე. ანუ 55 წლის ნაცვლად ხვალ დღის ბოლოდან ასტრაზენეკათი ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ მოქალაქეები 45წლის და ზემოთ ასაკში", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში აქამდე ასტრაზენეკას ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები იცრებოდნენ.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.

30 აპრილს საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა, სინოვაკი, შემოვიდა. მისი გამოყენება ჯერ არ დაწყებულა.

 


close დახურვა