აფრიკაში მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია.
ისინი უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
ოთხი ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 20 თებერვალს გაიტაცეს.