logo
ENG



აქეთ უფროა პანიკა - იტალიიდან ჩამოსულმა მგზავრებმა შემოწმება გაიარეს

04 მარ 202007:44
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისი-ბოლონიის რეისით ჩამოსულ მგზავრებს სამედიცინო კონტროლის გავლა მოუწიათ. 50 ადამიანს საზღვარზე ტემპერატურა შეუმოწმეს და ქუთაისის აეროპორტში სპეციალური ბლანკები შეავსებინეს. სკრინინგის შედეგად ვირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

როგორც მგზავრები აცხადებენ, მედიკოსებისგან იქვე მიიღეს რეკომენდაციები, რომ დარჩნენ სახლში და გარკვეული პერიოდი სხვებთან კონტაქტს მოერიდონ. მგზავრები ამბობენ, რომ საქართველოში კონტროლი გამკაცრებულია, იტალიაში კი კორონავირუსთან დაკავშირებით არანაირი პანიკა არ შეიმჩნევა. 

"სადაც მე ვიყავი, ტოსკანაში საერთოდ არანაირი პანიკა არ არის და ვირუსის შემთხვევაც არ დაფიქისრებულა. აქეთ უფროა მგონი პანიკა. რომ ამოვედით შეგვამოწმეს და მოგვცეს შესაბამისი რეკომდაციები",-ამბობს ქეთო გულვერდაშვილი. 

 


close დახურვა