logo
ENG



აქტივისტები: ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანიაზე გვქონდეს გავლენა

22 თებ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 
kx6ku3ruarrhegg.jpg

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელსაც 2019 წელს უკვე სტუდენტები უნდა მიეღო, ამ დრომდე მიმდინარეობს. 

მთავრობა საგანმანათლებლო ცენტრზე ამბობს, რომ ის ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე  პარლამენტი, თუმცა როდის დასრულდება მშენებლობა - უცნობია. უნივერსიტეტის მშენებლები ახალი თარიღით, პირველი სტუდენტების მიღებას 2020 წლის 1 სექტემბრისთვის გეგმავენ, თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ნორმის დაცვით, რამდენად მოესწრება, ამის პროგნოზირება რთულია. 

სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვის ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. ქუთაისში გამართულ აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის სამოქმედო გეგმაც. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრამაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. 

ქუთაისში პარლამენტის გადატანის იდეა ყოფილ ხელისუფლებას ეკუთვნის, მიზანი - ეკონომიკური გავლენა, ხალხის დასაქმება და ბიზნესის ამუშავება იყო; მისი მშენებლობა 340 მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა რამდენად ყიდის ხელისუფლება პარლამენტის შენობას და როგორია საპრივატიზაციო პირობები, ჯერჯერობით უცნობია.

 


close დახურვა