logo
ENG



აქცია თბილისი-რუსთავის ავტობანზე - მოქალაქეების თქმით, ისინი ბუნებრივი აირის გარეშე არიან

07 იან 202119:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანზე აქცია მიმდინარეობს. აქციას ფონიჭალაში მცხოვრები მოქალაქეები მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 1 200-მდე ოჯახს ფონიჭალაში, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მოქალაქეები თბილისი ენერჯის წარმომადგენლის ადგილზე მისვლას ითხოვენ. 

მათ ავტობანი გადაკეტეს, რამაც ავტომობილების მძღოლების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებასაც. მოგვიანებით პოლიციამ მოქალაქეებისგან გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება შეძლო და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.  

 


close დახურვა