დროას აქტივისტის, შუშანა მაცაბერიძის ცემის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
აქტივისტები შსს-სთან პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მაცაბერიძე ყვება, რომ მას პოლიციელმა მუცელში დაარტყა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება და გამოკვლევებს იტარებს.
24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს ერთი პოლიციელი, მისი მეწყვილე კი ძალადობას უყურებს. ამ საქმეზე 25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა ორივე მათგანი დააკავა.