რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს შემდეგ მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მიდიან.
ოცნების ოფისის შემდეგ ისინი მსვლელობას სიმბოლურად ევროპის მოედანზე დაასრულებენ.
უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ინციდენტი მოხდა - ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც, როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, სუს-ის მიერ მიგზავნილი პროვოკატორი იყო. მოგვიანებით ეს პირი სამთავრობო მედიას ჩაეწერა.
გუშინ, 20 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის სასახლისკენ მსვლელობა გამართეს. ამის შემდეგ მათ მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.