logo
ENG



აშშ-ის ნაწილში ხმის მიცემა დასრულდა - წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ

09 ნოე 202209:08
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის შტატების უმრავლესობაში შუალედური არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. აღნიშნულ არჩევნებზე მოსახლეობამ უნდა აირჩიოს წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა, სენატის მესამედი, საკანონმდებლო შეკრებები და გუბერნატორები შტატების დიდ ნაწილში.

პირველადი შედეგები უკვე ცნობილი ხდება. წლევანდელი არჩევნები გადამწყვეტი იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონისთვისაც.

წარმომადგენელთა პალატაში 435 ადგილი უნდა გადანაწილდეს და ამერიკული მედიის წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა რესპუბლიკელებმა დემოკრატებს უმრავლესობა წაართვან. ამჟამად დემოკრატებს პალატაში 220 ადგილი უჭირავთ, რესპუბლიკელებს კი 212. უმრავლესობისთვის 218 ადგილია საჭირო.

რაც შეეხება სენატს, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, წინასწარი მონაცემებით, აქ შანსები თანაბარია ორივე პარტიისთვის.

აშშ-ში პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტვიტერზე დაწერა, რომ რამდენიმე გამარჯვებულს უკვე პირადად მიულოცა.

წლევანდელი არჩევნების ფოკუსში იყო ფლორიდა, სადაც გუბერნატორს ირჩევდნენ. წინასწარი მონაცემებით, რონ დესანტისი ინარჩუნებს გუბერნატორის პოსტს, რომელიც მას 2019 წლიდან უკავია.

აღსანიშნავია, რომ დესანტისი 2024 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება. არსებობს მოსაზრება, რომ თუ ტრამპი კვლავ გადაწყვეტს კენჭისყრას, სწორედ დესანტისი იქნება მისი მთავარი კონკურენტი.

გარდა ამისა, არჩევნებს არ ჩაუვლია ისტორიული მომენტების გარეშე. მაგალითად, წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელი კეტი ბრიტი იქნება პირველი ქალი სენატორი, რომელიც ალაბამაში აირჩიეს. აქამდე იყო შემთხვევები, როდესაც ალაბამას სენატში ორი ქალი წარადგენდა, მაგრამ ორივე მათგანი ვაკანსიის შევსების მიზნით დაინიშნა.

25 წლის დემოკრატი მაქსველ ფროსტი შესაძლოა გახდე პირველი კონგრესმენი Gen Z თაობიდან. როგორც მონაცემები აჩვენებს, ის ფლორიdის მე-10 ოლქში იმარჯვებს. Gen Z თაობას მიეკუთვნებიან ისინი, ვინც 1996 წლის შემდეგ დაიბადა.

სარა სანდერსი, რომელიც წარსულში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესსპიკერი იყო, არკანზასში გუბერნატორის არჩევნებში იღებs მონაწილეობას . CNN-ის პროგნოზით, სანდერსი შესაძლოა პირველი ქალი გახდეს, რომელიც ამ თანამდებობას დაiკავებს.

ამავე დროს, დემოკრატი უეს მური შესაძლოა მერილენდის შტატის პირველი შავკანიანი გუბერნატორი გახდეს.

მასაჩუსეტსის გენერალური პროკურორი მაურა ჰილი კი, პროგნოზებით, შტატის პირველი ლესბოსელი გუბერნატორი იქნება.


close დახურვა