აშშ-ის საელჩო საქართველოს გამარჯვებას ულოცავს.
"საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!", - წერს საელჩო.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ისტორიულ მატჩში დაამარცხა. თამაში ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის.
ამ შედეგით საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.