აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება სამთავრობო მედიების მიერ ლობიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.
საელჩო ამ ინფორმაციას "მავნებლურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოითქვა.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.