საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2001 წელს 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნულ კონტექსტში ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილს დადებითად აფასებს.
როგორც საელჩო მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტერორიზმთან ბრძოლამ ორი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოვა.
"დრო ვერ წაშლის ჩვენი მეხსიერებიდან 9/11-ს. 19 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერნი ვართ ერთად. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და ვგლოვობთ მათ, ვინც დაიღუპა ან სამუდამოდ დასახიჩრდა იმ საბედისწერო ტერორისტული თავდასხმის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ მამაცი კაცებისა და ქალების, მეხანძრეების, პოლიციის ოფიცრების, პარამედიკოსებისა და მოქალაქეების გამბედაობასა და უანგარო თავდადებას, რომლებმაც პირველივე წუთებში საკუთარი ნებით მოინდომეს დახმარება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ტერორიზმთან ბრძოლამ კიდევ უფრო დააახლოვა ამერიკელი და ქართველი ხალხი, დღეს ამ ბრძოლაში ჩვენ ორივეს გვყავს მსხვერპლი. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიაში და კიდევ უფრო მეტად - გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველებს, ისევე, როგორც მივაგებთ პატივს 9/11 - ში და შემდგომ წლებში დაღუპულ ამერიკელებს", - წერია განცხადებაში.