logo
ENG



აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა

23 ივლ 202419:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/otzpu07ywib94qw.jpg

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

მან თანამდებობა 13 ივლისს ექს-პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო დატოვა. 

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, საიდუმლო სამსახურის დირექტორი კონგრესმენთა კრიტიკის ქვეშ მოექცა. 22 ივლისს კონგრესმენებმა მას დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით მწვავე შეკითხვები დაუსვეს.

ოთხ-ნახევარზე მეტ საათიანი გამოსვლის დროს მან 13 ივლისს მომხდარ ფაქტს საიდუმლო სამსახურის "ბოლო ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარუმატებლობა" უწოდა. 

ასევე, გამოსვლაში მან თქვა, რომ 13 ივლისს საიდუმლო სამსახურმა მარცხი განიცადა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, თუმცა მიუხედავად კონგრესმენების მოწოდებებისა მის მიმართ, თანამდებობა დაეტოვებინა, აღნიშნა, რომ "საკუთარ თავს საუკეთესო ხელმძღვანელად მიიჩნევს".

***

14 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.


close დახურვა