logo
ENG



აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია: მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

12 ოქტ 202222:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/12/anba12e3tz6196e.png
[Andrew Harnik/AP Photo]

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში წერია, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი მათ ერთგულებას.

"რამდენადაც მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი ერთგულებას. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში დასავლეთ ბალკანეთში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენ გავაგრძელებთ თურქეთთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირები დასავლეთთან. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად."- წერია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.


close დახურვა