logo
ENG



აშშ-მა ათობით ირანელ ოფიციალურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

15 სექ 202320:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/egrlea1d99j7qp2.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანელ ათობით ოფიციალურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც ანტისამთავრობო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში იყვნენ ბრალდებულნი, სანქციები დაუწესა. საუბარია პროტესტზე, რომელიც შარშან მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა.

15 სექტემბერს დაწესებული სანქციები უსაფრთხოების მაღალჩინოსნებსა და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს შეეხო. აშშ-ის ეს გადაწყვეტილება მაჰსა ამინის გარდაცვალების ერთი წლის თავს ემთხვევა.

***

ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა - ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უწყება ამტკიცებდა, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ეს უარყო ოჯახმა და აღნიშნა, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული იყო თვითმხილველების განცხადებებიც, როგორც ისინი ჰყვებოდნენ, მაჰსა ამინი პოლიციამ დაკავების შემდეგ ფურგონში სცემა.

მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა - სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი გახდა "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

 

 

 
 
 

close დახურვა