აშშ-მა დღეს ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა. სიაში მოხვდა ავიაკომპანია Belavia-ც - ამასთან, ახალი სანქციები ეხება 8 ფიზიკურ პირსაც.
ოფიციალური უწყების განცხადებით, ახალი სანქციები ეხება სუბიექტებს, რომლებიც "სამოქალაქო საზოგადოების მუდმივ რეპრესიებში" არიან ჩართული, ასევე, მათ თანამონაწილეობას უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.
მანამდე, 2021 წელს ევროკავშირის ელჩებმა მიიღეს გეგმა, რომელიც ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენას და გაერთიანების ტერიტორიაზე მყოფი აეროპორტების გამოყენებას აუკრძალავდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არის იმ სანქციების ნაწილი, რომელიც ქვეყნებმა ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტისა და აქტივისტის დაკავების გამო დააწესეს.
მანამდე რამდენიმე ქვეყანამ ბელარუსულ ავიაკომპანია ბელავიას საკუთარ საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალეს, ხოლო თავიანთ ავიაკომპანიას ურჩიეს, რომ ფრენებისთვის ბელარუსული საჰაერო სივრცე არ გამოეყენებინათ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ ასევე ურჩია ქვეყნებს, რომ ბელარუსული საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ, რადგან ის უსაფრთხო იყო.