აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი მოაწრონ საარჩევნო ქცევის კოდექსს, რომელიც ცესკომ USAID-ის და IRI-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა. ამის შესახებ ელჩმა დღეს, 14 სექტემბერს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და შექებას იმსახურებს საარჩევნო კომისია. ეს ასახავს იმ ბაზისურ პრინციპებს, რაც მნიშვნელოვანია გამჭვირვალე არჩევნებისთვის. ვურჩევ პარტიებს, ხელი მოაწერონ ქცევის კოდექსს", - თქვა ელჩმა.
დოკუმენტით, ხელმომწერი პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ მიმართავენ ოპონენტებთან ურთიერთობის ძალადობრივ ფორმებს.