შეერთებული შტატების პრეზიდენტის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში კონგრესში რუსეთის საკითხებში ტრამპის ყოფილ მრჩეველს მოუსმინეს. წარმომადგენელთა პალატაში ფეონა ჰილსის გამოკითხვა ცხრა საათს გაგრძელდა. კანონმდებლებს იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ჩვენებები საიმპიჩმენტო გამოძიებას მეტ სინათლეს მოჰფენდა. ჰილსი თეთრ სახლში ივლისამდე მუშაობდა. ის ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რუსეთისა და ევროპის საკითხებს კურირებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მანამდე კურტ ვოკერიც გამოიკითხა. სატელეფონო საუბარი, რომელსაც შეერთებულ შტატებში ხმაური მოჰყვა, 25 ივლისს შედგა. მისი შინააარსი კი ანონიმმა წყარომ გაასაჯაროვა. დემოკრატებს სურთ გაიგონ საკუთარი მიზნების მისაღწევად ახორციელებდა თუ არა, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს საპრეზიდენტო კანდიდადტსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტის შვილის საქმიანობა გამოეძიებინა.
აშშ-ს პრეზიდენტის საიპინჩმენტო გამოძიების ფარგლებში ტრამპის ყოფილ მრჩეველს მოუსმინეს
15 ოქტ 201908:53
3 წუთის საკითხავი