აშშ-სა და ევროკავშირს შორის თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე შეთანხმება დაიდო. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამ შეთანხმების მიხედვით, აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად ევროკავშირს 2022 წელს რუსეთისგან მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობის 10%-ს მიაწვდის.
ახალი შეთანხმება მოიცავს აშშ-ს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც შარშან გადაცემული 24 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირის გარდა დამატებით 15 მილიარდ კუბური მეტრის მოცულობის გაზს მიაწვდის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოკავშირეებისგან მიღებული გაზის ოდენობა რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის 24% გახდება.
საბოლოო მიზანი აშშ-დან ევროკავშირისთვის ყოველწლიურად 50 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდება იქნება.
შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა განიხილეს და კიევისთვის ახალი დახმარების მიწოდება განიხილეს.
„პუტინი რუსეთის ენერგორესურსებს იყენებს რათა მისი მეგობრები აიძულოს და იმანიპულიროს მათით. მან მოგება ამ ომის მანქანის ასამუშავებლად გამოიყენა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების გრძელვადიანი სარგებელი გადაწონის იმ მოკლევადიან ზიანს, რასაც რუსული გაზის შემცირება გამოიწვევს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ეს როგორც მორალურად სწორი ნაბიჯი, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა.
„ვიცი, რომ რუსული გაზის აკრძალვას ევროპაში ფასი ექნება, ეს არამხოლოდ სწორი ნაბიჯია მორალური თვალსაზრისით, არამედ ეს ჩვენ უფრო ძლიერ სტრატეგიულ საფუძველს მოგვცემს.
ჩვენ, როგორც ევროპელებს გვინდა, რომ რუსეთის მიღმა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი მომწოდებლები, რომლებიც გვჯერა რომ მეგობრები არიან და სანდოები არიან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აშშ-დან დაგეგმილი 50 მილიარდი კუბური მეტრის ყოველწლიური მიწოდება ახლანდელი იმპორტის გაორმაგებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ევროკავშირს ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 40%-ს აწვდის. ბლოკმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთისგან გაზის მიღებას შეწყვეტს.
რუსეთზე დამოკიდებულების შეწყვეტისთვის აუცილებელი იქნება განახლებადი ენერგიის შექმნა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება ისევე, როგორც იმპორტის ზრდა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, ბლოკი რუსულ გაზზე დამოკიდებულებას წელს 2/3-ით შეამცირებს, რაც გეგმის მიხედვით ახალი მიმწოდებელი ქვეყნების მოძებნით და აღდგენადი ენერგიის წარმოებით მიიღწევა.
ევროკავშირის მიზანი ენერგოეფექტურობითა და განახლებადი ენერგორესურსების დამსახურებით 2030 წლისთვის 170 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის დაზოგვაა.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ინფორმაციით 2021 წელს ევროკავშირმა რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი რუსეთიდან შემოიტანა. ეს კი ბლოკის საჭიროებების 40%-ს ფარავს.