logo
ENG



აშშ-ში გზაზე მიმოფანტულმა ტუალეტის ქაღალდმა საცობი გამოიწვია

12 მარ 202410:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/12/axu8yavnhvmmrgo.jpg

აშშ-ში, სანტა კლარიტაში გზაზე მიმოფანტულმა ტუალეტის ქაღალდმა საცობი გამოიწვია.

როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, მეხუთე ავტომაგისტრალზე მანქანიდან რამდენიმე ყუთი ტუალეტის ქაღალდი გადმოვარდა. მოძრაობა ორ ზოლზე იყო შეზღუდული, რადგან პოლიციის თანამშრომლები გზის გაწმენდას ცდილობდნენ.

ავტომაგისტრალზე საცობი შეიქმნა, თუმცა მანქანები ორ თავისუფალ ზოლზე გადაადგილებას მაინც ახერხებდნენ. გავრცელებული ვიდეოებში ჩანს, როგორ ისვრიან გზიდან ტუალეტის ქაღალდებს.

ამასთან, უცნობია როგორ გადმოვარდა მანქანიდან ტუალეტის ქაღალდის ყუთები.


close დახურვა