logo
ENG



აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს ართმევს

22 ივნ 202412:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/22/lnct1ox29tf8gwl.jpg

აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს.

როგორც ცნობილია, სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი დაიხურება, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც. 

"ახლა რუსი დიპლომატებისა და კონსულების მხრებს დამატებითი ტვირთი ეკისრება. მათ გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათებს წაართმევენ. ეს აშშ-ის მხრიდან წვრილმანი, გამაღიზიანებელი თავდასხმაა", - აღნიშნა ანტონოვმა.

რუსეთის ელჩის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს. 

2021 წლიდან რუსეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს არამეგობრულ ქვეყნად მიიჩნევს.

 

 


close დახურვა