ამერიკული გამოცემა, POLITICO აცხადებს, რომ ტეხასის კონგრესმენმა მაიკ მაკქოლმა დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინას 100 ე.წ კამიკაძე, თვითმკვლელ დრონებს (Switchblade Drones) გაუგზავნის.
გუშინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა რომ აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი 800 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის ე.წ მკვლელ დრონებსაც.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ დრონების 2 სხვადასხვა მოდელი არსებობს Switchblade 300 და Switchblade 600, ეს უკანასკნელი აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო ჭურვებით. ჯერჯერობით უცნობია რომელ მოდელს მიიღებს უკრაინის ჯარი.
აღნიშნული დრონების გადატანა ზურგჩანთითაა შესაძლებელი და ტანკთან ან სამხედრო დანაყოფებთან შეჯახებისას მყისიერად ფეთქდება, სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ კამიკაძე დრონებს.