logo
ENG



აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას ნოემბერში გეგმავს

28 ოქტ 202201:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/259iq8oydhq5ckf.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის გადაცემას ნოემბერში გეგმავს.

მაღალჩინოსნის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ დიდი შრომა გასწია შესაბამისი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის უკრაინისთვის გადასაცემად.

"მოველით, რომ მომდევნო თვის დასაწყისში ჩვენ შევძლებთ მათ [NASAMS-ის სისტემა] მიღებას და განვახორციელებთ სამხედროების [უკრაინელი] მომზადებას", - აღნიშნა ოსტინმა.

10 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა.

11 ოქტომბერს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ იმუშავებს უკრაინელი სამხედროებისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებაზე.

მოგვიანებით, 13 ოქტომბერს, დიდმა ბრიტანეთმა მზაობა გამოთქვა, უკრაინას ამერიკული საშუალო რადიუსის საზენიტო-სარაკეტო AMRAAM-ის სისტემები მიაწოდოს.

14 ოქტომბერს Reuters-მა ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც 725 მილიონი დოლარი იქნება და დახმარების პაკეტში იქნება დამატებითი საბრძოლო მასალაც.

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 16.8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება აღმოუჩინა.


close დახურვა