logo
ENG



აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

30 მაი 202010:00
3 წუთის საკითხავი
clock 694
iasj8c6agqvagty.jpg

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"დღეს ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან,"  – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჯანმოზე ტოტალურ კონტროლს ახორციელებს. პრეზიდენტის თქმით, ჩინეთმა კორონავირუსის პანდემიის პროვოცირება მოახდინა.

ტრამპი ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ჯერ კიდევ აპრილში საუბრობდა.



close დახურვა