logo
ENG



აჭარა ჯგუფი: მუზეუმი დამოუკიდებელია, მზად ვართ, წიგნის პრეზენტაციას სივრცე გამოვუყოთ

05 მარ 202414:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/seap2kgpzr802nh.jpg

აჭარა ჯგუფის თქმით, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მათგან დამოუკიდებელია და თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა ღონისძიება გაიმართოს მათთან, თავად კი მზად არიან, წიგნის პრეზენტაციას სივრცე დაუთმონ.

დღეს, 5 მარტს ქვიარ წიგნის - "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში", ავტორებმა თქვეს, რომ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის შენობაში მათი ღონისძიება უნდა გამართულიყო, თუმცა აჭარა გრუპმა უარი განაცხადა.

მათი განცხადება:

"სტამბაში მდებარე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მუზეუმი არის დამოუკიდებელი ინსტიტუაცია და თავად იღებს გადაწყვეტილებას მის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე.

აჭარა ჯგუფთან აღნიშნულ ღონისძიებაზე კომუნიკაცია აქამდე არ მომხდარა და ვინაიდან ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი ვერ ახერხებს ღონისძიების თავის სივრცეში ჩატარებას, Creative Collective Spectrum-ს ვთავაზობთ აჭარა ჯგუფის სახელოვნებო სივრცეს არტარეას ტერიტორიაზე. გვინდა, აღვნიშნოთ ჩვენი კომპანია მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სახელოვნებო კულტურის განვითარებაში".

Creative Collective Spectrum-ის განცხადების მიხედვით, წიგნის ავტორებს "თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის" ხელმძღვანელმა, ნესტან ნიჟარაძემ აცნობა, რომ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება "სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო" შეუძლებელი იქნებოდა და ლოკაციის შეცვლა მოსთხოვა.


close დახურვა