აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს.
ოპოზიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკეს რიჟვაძის პოზიციას გმობს და მის გადადგომას ითხოვს. ოპოზიცია კოლეგებს მოუწოდებს, შეუერთდნენ.
"აჭარის უმაღლეს საბჭოში უნდობლობის პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აქ, ამ რეგიონში არსებული ოპოზიციური პარტიები ერთობლივად ვიწყებთ ეროვნული თანხმობის და ეროვნული პეტიციის დოკუმენტის შექმნას, რომლითაც დაინიცირდება და გაძლიერდება თორნიკე რიჟვაძის გადაყენების პროცესი.
ჩვენი მიზანია, ქართული ოცნების დეპუტატებს, ადგილზე მყოფებს, შერცხვენილებს დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ თორნიკე რიჟვაძე არ წარმოადგენს დღეს აჭარის მოსახლეობის პოზიციას, მათ განცდებს, მათ სურვილებს უკრაინასთან თუ ჩვენს სამშობლოსთან მიმართებით", - თქვა ლელოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ არ უპასუხა კითხვას, უკრაინაში ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა. კრიტიკის შემდეგ კი მან თქვა - " იქით მაქვს შეკითხვა - ვინ დაიწყო 2008 წლის ომი?"