logo
ENG



აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბათუმის ინფექციურში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

16 მარ 202008:08
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. კოვიდ 19 საქართველოს იმ მოქალაქეს გამოუვლინდა, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა.  ინფიცირებული კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს.

ბათუმის ლაბორატორიის კვლევის საეჭვო პასუხებიდან გამომდინარე, საავადმყოფოდან მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს, საიდანაც კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი მიიღეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, ინფიცირებულს კონტაქტი არავისთან ჰქონია.

„ბათუმის ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო 32 მოქალაქე. 31 შემთვევა უარყოფითი, ხოლო  დადებითია. ეს იყო იმპორტირებული შემთვევა ევროპის რეგიონიდან. საერთაშორისო პროტოკოლის წესის მიხედვით გადაყვანილ იქნა პაციენტი საქართველოში. აქედან გმაომდინარე, მას სხვა არავისთვან არანაირი კონტაქტი არ ქონია“, -  განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 მოქალაქე.

ამ დროისთვის, აჭარის საკარანტინე სივრცეში 150, თვითიზოლაციაში კი 80-ზე მეტი ადამიანი რჩება.


close დახურვა