ღამის კლუბში თუ გივარჯიშიათ ელექტრონული მუსიკის ფონზე, ან თქვენი მცენარისთვის სასტუმრო თუ შეგირჩევიათ? არც ერთი მოგესმათ და არც მეორე. ჩვენი სიუჟეტის გმირებმა, ახალგაზრდებმა, როდესაც პანდემიის პირობებში სამსახურები დაკარგეს, გარეთაც ვერ გადიოდნენ და სახლში, ერთ სივრცეში გამოკეტვის აუტანლობა მოსვენებას აღარ აძლევდათ, გადაწყვიტეს ისეთი საქმე წამოეწყოთ, რომელიც ადამიანებისთვის სიკეთის მომტანი იქნებოდა და ასევე მომგებიანიც. ასე მივიღეთ თანამედროვე მოთხივნებსა და ინტერესებს მორგებული ამერიკული კროსფიტის ქართული მოდელი ივიკოსგან და პირველი ქართული მცენარეების სასტუმრო ბუტკო. პანდემიამ, ასევე პრობლემა შეუქმნა უკვე არსებულ კომპანია - ტენეს, რომელიც პირველ ქართულ USB კაბელს აწარმოებს. მოკლედ, ტენეთ, ივარჯიშეთ და მოუარეთ ყვავილებს ქართულად. თუ როგორ - ნახეთ დროებაში.
ახალგაზრდული ბიზნესი - დროება
13 თებ 202220:47
3 წუთის საკითხავი