საკანონმდებლო ცვლილება კანონის დამრღვევ ე.წ. ურჩ მომხმარებელს მომავალში ფინანსურ სანქციებს უწესებს, აბონენტების ბინებში მილსადენებისა და მოწყობილობების შესამოწმებლად კერძო ინსპექტირების კომპანიების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რაშიც თანხა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს. პირველი ნოემბრიდან კი „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებს ადგილზე პოლიციის გამოძახების და ძალოვანების დახმარებით ბინაში შესვლის უფლებას აძლევს. ახალი რეგულაციების ამოქმედება გურამიშვილის 30 ნომერში ორი დღის წინ მომხდარმა აფეთქებამ დააჩქარა. გამოძიების წინასწარი დასკვნით, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
გაზგამანაწილებელ კომპანიაში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ სამართალდამცველების დახმარებით აბონენტების საცხოვრებელში შესვლა დაზიანებული მილების და გამათბობელების ჩაჭრის საშუალებას მისცემს, რაც მათივე მტკიცებით „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებს ე.წ. ურჩი მომხმარებლების დამორჩილებას და შესაბამისად, უბედური შემთხვევების პრევენციის საშუალებას მისცემს. თუმცა, კომპანიას არ სურს რომ აბონენტების მოწყობილობების გამართულობაზე პასუხი აგოს. ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და გამათბობელების მონტაჟზე პასუხისმგებლობა კერძო კომპანიას უნდა დაევალოს.
დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია მხოლოდ მოქალაქის პასუხისმგებლობას ზრდის, რაც ბუნებრივი აირის გაჟონვით, გაზის დაგროვებითა და გაუმართავი მოწყობილობების გამოყენებით გამოწვეულ უბედური შემთხვევების რიცხვს შეამცირებს. ექსპერტების მეორე ნაწილი ახალი რეგულაციებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. მათი განმარტებით, სპეციალისტების რეკომენდაციების გარეშე შექმნილი კანონპროექტი დაინტერესებული პირებისა და გაზგამანაწილებელი კომპანიების კომერციულ ინიტერესებს ემსახურება. სპეციალსტები საგანგაშო სტატისტიკაზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარ უბედურ შემთხვევებს უკვე 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვეროლა. მოახლოვებული ზამთრის პირობებში კი გვირჩევენ ყურადღება გამოვიჩინოთ და ბუნებრივი აირის ან ცეოს დაგროვების თავიდან ასაცულებლად ფანჯარა გამოვხსნათ.