logo
ENG



ახალი კოვიდინფიცირებულები ქუთაისის ინფექციურში - ცოლ-ქმარი ბაქოში იმყოფებოდა

12 ივნ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ აღნიშნა, პაციენტები წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. 

"24 საათის განმავლობაში გვყავს 2 ახალი პაციენტი, საშუალო ასაკის. ჰქონდათ ბაქოში მოგზაურობის ისტორია. საკარანტინო სივრცეში იყვნენ მაგრამ იქ განუვითარდათ რესპირატორული პრობლემები. ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 7 კოვიდინფიცირებილი პაციენტია. ყველს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს", - განაცხადა ნადირაძემ. 


close დახურვა