logo
ENG



ახალმა ბოინგმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელა

26 იან 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

ახალმა „ბოინგმა“ საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელა. მსოფლიოს ყველაზე დიდი ორძრავიანი თვითმფრინავი ვაშინგტონის შტატის ქალაქ ევერეტის აეროპორტიდან აფრინდა და 4 საათის შემდეგ სიეტლში დაეშვა, სადაც კომპანიის ერთ-ერთი ქარხანა მდებარეობს. "ბოინგ 777 იქსის" პირველი ფრენა რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების, ბოლო დღეებში კი - ძლიერი ქარის გამო. „ბოინგის“ ახალი ლაინერის ღირებულება 440 მილიონ დოლარს აჭარბებს. 


close დახურვა