logo
ENG



ბაგებში მომდარი სროლის საქმე გახსნილია - ინცინდენტში მონაწილე მე-2 პირიც დააკავებულია

05 ივნ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

ბაგებში მომდარი სროლის საქმე გახსნილია -  პოლიციამ ინცინდენტში მონაწილე მეორე პირიც დააკავა. 1962 წელს დაბადებულ პირს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, 1980 წელს დაბადებულს პირს კი, ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებას ედავება.

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, სროლა იყო ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაშვადა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ბაგებში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით სისხლიანი დაპირისპირება სწორედ ბიზნესის დანაწილებას უკავშირდება.  

ცნობილია დაშავებულთა ვინაობაც - ირაკლი პაპავა და გიორგი წიკლაური.ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. დაშავებულებიდან ერთ-ერთს ჭრილობა  წვივის, მეორეს კი ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

close დახურვა